ევროპა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ოლივიე ჟირუ გახდა

30-05-2019, 00:51

დღეს ევროპის ლიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალი გაიმართა, რომელშიც ლონდონის "ჩელსიმ" თანაქალაქელ "არსენალს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:1 სძლია.

"არისტოკრატების" მხრიდან ანგარიშის გახსნა ოლივიე ჟირუმ მოახერხა, რომელმაც 49-ე წუთზე თავური დარტყმით შეძლო პიტერ ჩეხის კარის აღება.

აღსანიშნავია, რომ ამ გოლის წყალობით ფრანგი ფორვარდი ევროპის ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჟირუმ მიმდინარე სეზონში 11-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა, რითაც 1 ბურთით გაუსწრო ფრანქფურტის "აინტრახტის" ფორვარდ ლუკა იოვიჩს და ბომბარდირის ტიტულიც დაისაკუთრა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით