რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპის ლიგის ფინალი, რომელშიც "ჩელსიმ" თანაქალაქელი "არსენალი" დაამარცხა, ანგარიშით 4:1.
საინტერესოა, რომ ამ მარცხით "მეთოფეებმა" ევროპის ლიგის ანტირეკორდი დაამყარეს.
კერძოდ, "არსენალი" გახდა პირველი კლუბი ამ ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ფინალში 4 ბურთის გაშვება მოახერხა.
მას შემდგომ, რაც უეფას თასმა ფორმატი შეიცვალა და ევროპის ლიგად გადაკეთდა, ანუ 2009 წლიდან, ფინალში 3 გოლი ერთბაშად ოთხმა გუნდმა გაუშვა, თუმცა, აქამდე 4 გოლი არცერთ კლუბს არ ჰქონდა გაშვებული.