აზარი: "გადაწყვეტილება ორი კვირის წინ მივიღე"

30-05-2019, 01:09

ევროპის ლიგის მოგების შემდგომ ლონდონის "ჩელსის" ლიდერმა, ედენ აზარმა თავის მომავალზე ისაუბრა.

"გადაწყვეტილება დაახლოებით ორი კვირის წინ მივიღე, რომლის შესახებაც რამდენიმე დღეში გაიგებთ."

"ვფიქრობ, დამშვიდობების დროა. თუმცა, არასოდეს იცი, თუ რა მოხდება ფეხბურთში." - აცხადებს აზარი.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელის დამატებით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული და სავარაუდოდ, ტრანსფერი უახლოეს დღეებში დადასტურდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით