ჟირუ: "ეს ჩემთვის ამაღელვებელი მომენტია"

30-05-2019, 01:28

ევროპის ლიგის ტიტულის მოგების შემდგომ ოლივიე ჟირუმ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

"კარგი ფინალი გამოვიდა. პირველი ტაიმი დაძაბული იყო. მეორე ტაიმში კი გახსნილი, სადაც ჩვენ უკეთესები ვიყავით და გამარჯვებაც მოვიპოვეთ."

"ეს ჩემთვის ამაღელვებელი მომენტია. მეორე ტიტული მეორე წელს. შესანიშნავია."

"არ აღვნიშნე გოლი, რადგან "არსენალმა" მომცა შანსი პრემიერლიგაში მეთამაშა. ამ კლუბებმა ("ჩელსი" და "არსენალი") ჩემი ცხოვრება შეცვალეს." - აცხადებს ფრანგი ფორვარდი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით