ჩენგიზის დამატება პრემიერ ლიგის გრანდებს სურთ

30-05-2019, 15:39

დღეს ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ პრემიერ ლიგის გრანდები, "რომას" ფორვარდის შემტევის დამატებით დაინტერესდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "არსენალი" და "ტოტენჰემი" აქტიურად ეცდებიან, რომაელთა რიგებიდან, ჩენგიზ უნდერ გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, გუნდები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მოლაპარაკებებს იტალიურ გრანდთან.

ახალგაზრდა თურქმა ფეხბურთელმა "რომას" მაისურით მიმდიანრე სეზონში 33 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 6 გატანილი გოლით და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით