"ვალენსია" "ბარსელონას" ფეხბურთელით დაინტერესდა

30-05-2019, 16:01

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ვალენსია" კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

ესპანური პრესის თანახმად, "ღამურები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, კატალონიელთა რიგებიდან, დენის სუარესი გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, "ვალენსიას" ბოსები უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებიან, "ბარსელონას" ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით