"ბაიერნი" "იუვენტუსის" შემტევით დაინტერესდა

30-05-2019, 21:52

გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხენის "ბაიერნი" ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი შემტევის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდება, ტურინელთა რიგებიდან, პაულო დიბალა გადმოიბირონ.

როგორც ცნობლია, "ბაიერნის" მესვეურები უახლოეს პერიოდში მიმართავენ "იუვენტუსს" ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გარდა "ბაიერნისა" პაულო დიბალას დამატებას ასევე "მანჩესტერ იუნაიტედიც" ეცდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ არგენტინელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით