იურგენ კლოპი: "ახლა ვარჯიშის დროს მოდუნების უფლება, არავის აქვს"

31-05-2019, 00:06

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრობს:

"ჩემი მთავარი საქმეა ახლა მოთამაშეებს მოდუნების უფლება და საშუალება არ მივცე, რადგანაც ასეთი დაძაბულობისა და წნეხის მქონე მატჩამდე ყოველ სავარჯიშო სესიას, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს."

"მიუხედავად ამისა, თითოუელი ფეხბურთელით ძალიან ვამაყობ, ბიჭები ყოველდღე მაჩვენებენ იმას თუ როგორ სურთ წინა სეზონში დათმობილი თასის მოპოვება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა, 1 ივნისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით