უნაი ემერი: "არიან მოთამაშეები, რომლებმაც "არსენალი" უნდა დატოვონ"

31-05-2019, 11:35

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, უნაი ემერი, ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ, მომავალ სეზონზე საუბრობს:

"ჩვენი მიზანია მომდევნო გათამაშებაში ის საქმე დავამთავროთ, რომლის წარმატებით დასრულებაც წელს ვერ შევძელით, ამისთვის კი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის დროის გაზრდაა აუცილებელი."

"შესაბამისად ამ მიზეზის გამო, არიან ფეხბურთელები, რომლებმაც "არსენალი" უნდა დატოვონ, თუმცა ამჟამად კონკრეტულ სახელებზე განცხადებების გაკეთებას არ დავიწყებ."

შეგახსენებთ, რომ ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართული ევროპული ტურნირის ფინალი, "მეთოფეთა" მარცხით დასრულდა ანგარიშით 4:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით