მალკომის შეძენით პრემიერ ლიგის კლუბი დაინტერესდა

31-05-2019, 13:45

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ევერტონი" კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ევერტონელები" აქტიურად ეცდებიან, კატალონიელთა რიგებიდან, მალკომი გადმოიბირონ.

როგორც ცნობლია, ინგლისური კლუბის ბოსები, უახლოეს პერიოდში მიმართავენ "ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის დატოვება, რადგან იგი არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

23 წლის ბრაზილიელმა მიმდნარე სეზონში "ბარსელონას" მაისური 24 შეხვედრაში მოირგო სადაც თავის გამოჩენა 4 გატანილი გოლით და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა

აქვე შეგახსენბეთ იმასაც, რომ მალკომის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით