ხამეს პრემიერ ლიგაში?

31-05-2019, 14:27

დღეს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხენის "ბაიერნის" შემტევით, პრემიერ ლიგის გრანდები დაინტერესდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრამსფერო ფანჯრის დროს, ხამეს როდრიგესის გადმობირებას, ლონდონის "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ეცდებიან.

როგორც ცნობილია, კოლუმბიელ ფეხბურთელს იტალიდანაც აქვს შემოთავაზება, თუმცა მას სწორედ პერმიერ ლიგაში სურს თამაში.

აღსაღნიშნავია ის ფაქტცი, რომ კოლუმბიელი სათამაშო დროით არ გამოირჩევა, მან მიმდინარე სეზონში "რეკორდმაისტერის" მაისური სულ 28 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 7 გატანილი გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსნებეთ იმასაც, რომ ხამეს როდრიგესის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 65 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით