"ატლეტიკო" "ბარსელონას" ფეხბურთელით დაინტერესდა

31-05-2019, 22:16

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" კატალონიის "ბარსელონას" პორტუგალიელი მცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, კატალონიელთა რიგებიდან, ნელსონ სემედო გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის დატოვება, რადგან არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პორტუგალიელი მცველის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით