"მან სიტი" "იუვენტუსის" მცველით დაინტერესდა

31-05-2019, 23:24

დღეს დილით ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტი" ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ქალაქელები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "ბებერი სინიორადან" 24 წლის პორტუგალიელი, ჟოაო კანსელო გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, "მან სიტის" ბოსები მზად არიან, "იუვენტუსს" პორტუგალიელ ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გარდა "სიტისა" კანსელოს დამატებით ასევე "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ტურინული" კლუბის მაისურით 34 შეხვედრა ჩაატარამ სადაც თავი 1 გატანილი გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით