სერხიო აგუერო: "მანჩესტერ სიტიში" ვრჩები"

1-06-2019, 01:33

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, მის მომავალზე საუბრობს:

"მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში ვფიქრობდი თუ რა გამეკეთებინა და კარიერა სად გამეგრძელებინა, განხილვის შემდეგ საკმაოდ გონივრულ დასკვნამდე მივედი და ეს "სიტიში" დარჩენაა."

"არ ვიცი კიდევ რამდენი წლით გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა, თუმცა იმედი მაქვს მომდევნო წელს ევროპულ ტურნირზე, ბევრად უფრო წარმატებულად ვიასპარეზებთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 31 წლის მოთამაშემ, "კოპა ამერიკის" გათამაშების გამო, მანჩესტერი 1 კვირის წინ დატოვა და არგენტინის ნაკრებს შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით