მაურისიო სარი "იუვენტუსში" გადასვლას ითხოვს !

1-06-2019, 01:37

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა მაურისიო სარიმ, ტურინის "იუვენტუსთან" შეთანხმებას მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტი მის თანამემამულეს, მასიმილიანო ალეგრის შეცვლის, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, წარუმატებელი ჩემპიონთა ლიგის პერფორმანსების გამო გაანთავისუფლეს.

ცნობების მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით, სარიმ "ჩელსის" ხელმძღვანელობას გაშვება და ტურინული გრანდის რიგებში გადასვლა მოსთხოვა, რაზეც რომან აბრამოვიჩისგან პასუხი, ჯერაც არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული თავკაცის თაოსნობით, 29 მაისს, "არისტოკრატები" ევროპის ლიგის ტიტულს დაეუფლნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით