იურგენ კლოპი: "წლევანდელი ფინალის მზადების პროცესში, ყველაფერი შევცვალეთ"

1-06-2019, 11:35

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრობს:

"არ ვიცი შეგიმჩნევიათ თუ არა, თუმცა ბოლო 2 საფინალო შეხვედრის დროს, მეტოქის წინააღმდეგ შეტევის წამოწყების ტაქტიკები ერთმანეთს ძალიან წააგავდა, რაც ერთგვარ პრობლემას წარმოადგენდა."

"წელს ეს უარყოფითი მხარე მთლიანად გავაქრეთ და მზადების პროცესიც ძირეულად შევცვალეთ, რადგანაც არ გვსურს კიდევ ერთი იმედგაცრუება განვიცადოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 1 ივნისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით