იურგენ კლოპი: "პეპ გვარდიოლას მისი სტილი გამოარჩევს და არა ტიტულების რაოდენობა"

1-06-2019, 12:35

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრობს:

"დიახ, ამ მატჩის შემდეგ შეგიძლიათ განმსაჯოთ იმის შესახებ თუ როგორი თავკაცი ვარ, მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, მწვრთნელის დონეს სხვა რამ განსაზღვრავს."

"ავიღოთ პეპ გვარდიოლას მაგალითი, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს გენიოსი ხალხმა მისი ტიტულების რაოდენობის გამო შეიყვარა, არა, ესპანელი უბრალოდ უნიკალური თამაშის სტილით გამოირჩევა."

"ფეხბურთში ზოგჯერ არსებობს შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი მიღწევებიც და ეს მაყურებლის გულის მოგებაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 1 ივნისს, თბილისის დროით 22;45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით