გრიზმანი "ბარსელონას" მარტში შეუთანხმდა

1-06-2019, 17:27

მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერი, ანტუან გრიზმანი რომ  ზაფხულში კლუბს გამოიცვლის, ეს ამბავი არახალია.

კატალონიური რადიო Cadena SER-ის ინფორმაციით, ფრანგი თავდამსხმელი "ბარსელონაში" გადავა სათამაშოდ.

წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი და 28 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ მარტში შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობებზე. სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ კი გრიზმანი ოფიციალურად მოირგებს "ბარსას" ფორმას.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში გრიზმანმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ატლეტიკოს" ტოვებდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით