მოურინიო: "რონალდოსა და მესის ფინალი შესაძლებელია"

1-06-2019, 17:42

პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ფანების ნანატრი რონალდოსა და მესის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჯერ კიდევ განხორციელებადია.

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მეც, სხვა ქომაგების მსგავსად იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ეს ორი ფეხბურთელი ფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდა."

"ამის შანსი არაერთხელ იყო, თუმცა არ შედგა. თუმცა, ვფიქრობ, რომ გარკვეული უსამართლობა იქნებოდა, როდესაც ერთი თასს აწევდა, მეორეს კი დამარცხებულის როლში მოუწევდა ყოფნა."

"ორი აზრი არ არსებობს, მესი და რონალდო გასული ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელები არიან, რომლებიც კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობენ. ასე რომ, მათი ფინალი არ შეიძლება გამოვრიცხოთ." - აცხადებს მოურინიო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით