მესი: "მე და ლა ლიგას რონალდო გვენატრება"

1-06-2019, 18:43

კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავურმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ მედიის წარმომადგენლებთან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"როცა სეზონი დაიწყო, რონალდუს ტრანსფერის შესახებ ვისაურბრე, ჩემმა სიტყვებმა მადრიდში რამდენიმე ადამიანი გააღიზიანა. მაგრამ, ეს სიმართლეა - როგორ შეიძლება გუნდს არ ენატრებოდეს ფეხბურთელი, რომელიც სეზონში 50 გოლს იტანს".

"კრიშტიანუს წასვლის შემდეგ "რეალს" კრიზისი დაეწყო, ეს დაემართებოდა ნებისმიერ გუნდს თუ მას რონალდუ დატოვებდა. რა თქმა უნდა, ლა ლიგას ის ენატრება, რადგან ტოპ-დონის ფეხბურთელები ტურნირს კიდევ უვრო კონკურენტუნარიანს ხდიან".

"კრიშტიანუს აქ თამაში კარგი იყო, რადგან ჩვენ წლიდან წლამდე პროგრესირებას ვცდილობდით", - მესის სიტყვებს Marca ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით