ლორისი: "ტაქტიკური წყობა დღეს მატჩის შედეგზე ვერ იმოქმედებს"

1-06-2019, 19:13

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ლონდონის "ტოტენჰემის" მეკარემა, უგო ლორისმა ჟურნალსიტებთან კომენტარი გააკეთა.

"ვიცით, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია და მიმდინარე სეზონში, ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებთ. სწორედ ეს გვეხმარება წარმატების მიღწევაში და ამიტომ ვართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში".

"გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელები ერთმანეთს იდეალურად ავსებენ. ფინალი უმცირესი დეტალებისგან შედგება და სწორედ ამიტომ, დღეს ყველა მოთამაშეს უმნიშვნელოვანესი როლი ექნება".

"არ მჯერა, რომ დღეს ტაქტიკური წყობა მატჩის შედეგზე მოახდენს გავლენას. ვფიქრობ, რომ თასს ის გუნდი დაეუფლება, რომელიც უფრო მეტად მონდომებული იქნება. მოსამზადებლად 3 კვირა გვქონდა და მზად ვართ", - აღნიშნა ფრანგმა კიპერმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით