კალაძე: "დღევანდელი მატჩის პროგნოზირება რთულია"

1-06-2019, 19:49

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ მებიის წარმომადგნლებთა მცირე კომენტარი თბილისის მერმა და იტაიური "მილანის" ლეგენდამ კახა კალაძემ გააკეთა.

"ვისაც მე ვგულშემატკივრობდი, ის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში ვერ მოხვდა".

"ჩვენ ისეთი მოულოდნელი ნახევარფინალები ვიხილეთ, დღევანდელი ფინალის შედეგის პროგნოზირება რთულია. სწორედ ამით არის ფეხბურთი საინტერესო და ყველაზე მაგარი სპორტის სახეობა, რომ წინასწარ შეუძლებელია განსაზღვრო და ანალიზი გააკეთო, თუ ვინ მოიგებ".

"შესაბამისად, ფინალი ძალიან საინტერესო იქნება და მიმაჩნია, რომ გულშემატკივარი კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს იხილავს. ლივერპული საინტერესო გუნდია, თუმცა ვნახოთ, საინტერესო ფინალი გველის“, – აღნიშნა კალაძემ 1TV-თან ინტრვიუში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით