"პარი სენ-ჟერმანის" შეთავაზებამ რონალდო დააფიქრა

25-06-2019, 10:32

ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცა იმის შესახებ, რომ  "პარი სენ-ჟერმენს" კრიშტიანუ რონალდუს გადაბირება სურს.

პრესის ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა 34 წლის პორტუგალიელს ხელფასის სახით წელიწადში 50 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც მის ამჟამინდელ გასამრჯელოზე 20 მილიონით მეტია.

გარდა ამისა, "პსჟ" მზად არის "იუვენტუსს" ტრანსფერის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსში" გასულ წელს გადავიდა. მან ტურინული კლუბის მაისური 43-ჯერ მოირგო, 28 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით