"იუნაიტედმა" დონარუმასთვის ფული უკვე გაამზადა

1-06-2019, 21:31

გავლენიანი იტალიური გამოცეა Corriere della Sera-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" უახლოეს პერიოდში "მილანს" ჯანლუიჯი დონარუმას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს შესთავაზებს.

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დონარუმას ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს, მას იტალიის ჩემპიონატში უკვე 142 მატჩი აქვს ჩატარებული და ნაკრების ძირითადი მეკარეცაა.

დავიდ დე ხეა კი "იუნაიტედისთვის" ახალ კონტრაქტზე უარის თქმას განაგრძობს და დიდი შანსია, გუნდი მომდევნო სეზონის ბოლოს, უფასოდ დატოვოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით