იყო თუ არა პენალტი ? ოფიციალური გადაწყვეტილება ცნობილია !

2-06-2019, 01:23

როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა 2018/19 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც ერთმანეთს ლონდონის "ტოტენჰემი" და მერსესაიდული "ლივერპული" დაუპირისპირდნენ.

მატჩის 24-ე წამზე, საჯარიმოში მოულოდნელად სადიო მანეს მიერ დარტყმული ბურთი, მუსა სისოკოს ხელსა და მკერდს შორის მოხვდა, რაზეც მთავარმა არბიტრმა, ვიდეო რეფერის გამოყენების გარეშე, უმალვე პენალტი დანიშნა.

ამ მოვლენას, სწრაფადვე უპასუხა ესპანელმა არბიტრმა, ფერნანდეს ფერნანდესმა:

"უდავოდ პენალტი იყო, ბურთმა მთელი ხელი გაიარა და რაც მთავარია მოთამაშემ მას მიმართულება და ტრაექტორია შეუცვალა, სხვა შემთხვევაში საკმაოდ სახიფათო მომენტი იქმნებოდა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით