"სიტიმ" ფერნანდინიოს შემცვლელს მიაგნო

2-06-2019, 16:16

როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports იტყობინება, "მანჩესტერ სიტიმ" იმ ფეხბურთელთა სია შეადგინა, რომლებსაც გუნდის 34 წლის ნახევარმცველის, ფერნანდინიოს შეცვლა შეუძლიათ.

პრიორიტეტული ვარიანტი - "ატლეტიკოს" 22 წლის ნახევარმცველი, როდრიგო ერნანდესია, რომელიც  70 მილიონ ევროდ ფასდება.

შემდეგ ვარიანტად,  "ლიონის" 22 წლის ტანგი ნდომბელე და "რეალის" 24 წლის მარკოს ლორენტეს კანდიდატურები განიხილებიან.

"სიტის" იმედი აქვს, რომ გასული წლის სიტუაცია არ გამეორდება, როცა კლუბი "ნაპოლის" ნახევარმცველს, ჟორჟინიოს წინასწარ შეუთანხმდა, თუმცა ეს უკანასკნელი საბოლოო ჯამში "ჩელსიში" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით