კოშტას შეძენით იტალიური გრნადი დაინტერესდა

2-06-2019, 22:48

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაპოლი" მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ფორვარდის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდებიან "მადრიდელთა" რიგებიდან, დიეგო კოშტა გადმოიბირონ.

როგოროც ცნობლია, თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის დატოვება, რადგან იგი არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

30 წლის ფორვარდმა, მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ დიეგო კოშტას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით