ნეიმარსა და გრიზმანს "ბარსელონაში" სურთ თამაში

2-06-2019, 23:00

ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდ ანტუან გრიზმანსა და "პსჟს" ლიდერ ნეიმარ ჯუნიორს კატალონიის "ბარსელონაში" სურთ თამაში.

როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ნანობს ესპანეთის დატოვებას და მას სურს, რომ თავის ყოფილ კლუბს შეუერთდეს ზაფხულში.

რაც შეეხება გრიზმანს, უკვე გადაწყვეტილია, რომ ფრანგი ფორვარდი "როხიბლანკოს" რიგებს დატოვებს. მისი აგენტი კი "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წყაროს ცნობით, "ბარსა" ორივე ფეხბურთელის ტრანსფერზე იმუშავებს, თუმცა, ორივეს დასამატებლად რამდენიმე მოთამაშის, მათ შორის ფილიპე კოუტინიოს გაყიდვა მოუწევთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით