"ინტერი" ჯეკოს შეძენით დაინტერესდა

2-06-2019, 23:05

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი", "რომას" ბოსნიელი ფორვარდის შეძენით  დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მაქსიმალურად ეცდებიან, ედინ ჯეკო გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, "ინტერის" ბოსები უახლოეს პერიოდში მიმართავენ, "რომას" ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.

33 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში "რომას" მაისურით 40 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 14 გატანილი გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ედინ ჯეკოს ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით