კანკავა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშებს

29-07-2016, 20:44

მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, სანტიაგო ბერნაბეუს თასზე სამეფო კლუბი "რეიმსს" დაუპირისპირდება. როგორც მოგეხსენებათ, "ბლანკოსი" სანტიაგო ბერნაბეუს თასს ყოველწლიურად მართავს. წელს აღნიშნული შეხვედრა 16 აგვისტოს გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჯაბა კანკავა მანამდე ფრანგულ კლუბს არ დატოვებს, ქართველ ფეხბურთელს მადრიდში მოუწევს "ბლანკოსის" წინააღმდეგ თამაში. შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კანკავას "რეიმსის" დატოვება სურდა. ჯერჯერობით ტრანსფერის შესახებ ახალი ცნობები არ არის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით