მოურინიო: "საშინელ ფინალი იყო"

2-06-2019, 23:33

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მედიის წარმომადგენლებთა ჟოზე მოურინიომ შეაფასა.

"ლივერპულის" სამივე ნახევარმცველი მხოლოდ დაცვის ოთხეულის წინ მოქმედებდა. ალბათ, ვერ გაიხსენებთ შემთხვევას, რომ რომელიმე მათგანი შემტევი სამეულის სიახლოვეს ყოფილიყო".

"ფაქტობრივად, გუნდი თავს მეკარის გარდა 7 კაცით იცავდა. ეს პრაგმატული ქმედება იყო, თუმცა საკმაოდ სოლიდური".

"ეს თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომ არ ყოფილიყო და პრემიერლიგის ან ლიგის თასის მატჩი ყოფილიყო, ვიტყოდით, რომ ცუდი შეხვედრა იყო".

"ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო და, რა თქმა უნდა, ემოციური ფონი თან სდევდა. მიუხედავად ამისა, თამაშის ხარისხი კარგი ნამდვილად არ იყო,"-განაცხადა მოირინიომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით