ჟოზე მოურინიო: "ლივერპულმა" პრაგმატულად ითამაშა"

2-06-2019, 23:49

ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრობს:

"შესაძლოა ეს ჩემნაირი თავკაცისგან გასაკვირი იყოს, თუმცა ვფიქრობ "ლივერპულმა" ფინალისთვის ზედმეტად პრაგმატულად ითამაშა, რამაც ზოგადად შეხვედრის ხარისხზეც იქონია გავლენა."

"დიახ, ამ ყოველივემ შედეგი მოიტანა, თუმცა მაინც, იურგენ კლოპს გულშემატკივრებიც უნდა გაეთვალისწინებინა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით