ჯორდან ჰენდერსონი: "ახლა "მანჩესტერ სიტის" უნდა მივბაძოთ"

3-06-2019, 11:35

მერსესაიდული "ლივერპულის" ინგლისელი კაპიტანი და ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრობს:

"დიახ, ტიტულის მოპოვება სასიამოვნოა, თუმცა ახლა საჭირო მიღწეული შედეგის განმეორებაა, რაშიც "მანჩესტერ სიტის" უნდა მივბაძოთ, მათ ამის გაკეთება წლევანდელ გათამაშებაში შესანიშნავად მოახერხეს."

"ქალაქელები" მხოლოდ ერთ თასზე არ ჩერდებიან, პეპ გვარდიოლას მიზანი სრული დომინაციაა და არა თვითკმაყოფილება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით