რონალდ კუმანი: "ბარსელონას" მწვრთნელობისთვის მზად არ ვარ"

3-06-2019, 12:08

ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, მისი ყოფილი კლუბის, კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელობაზე საუბრობს:

"ამისთვის მზად ნამდვილად არ ვარ, რადგანაც ახლა მხოლოდ ერთა ლიგაზე და სანაკრებო დონეზე უმნიშვნელოვანესი ტიტულის მოპოვებაზე ვფიქრობ."

"შესაძლოა მომავალში ჩემი საყვარელი გუნდის თავკაცის პოზიცია დავიკავო, თუმცა ამჟამად ამის დრო არაა, თუმცა მიუხედავად ამისა, მომდევნო სეზონებში ამ თანამდებობაზე უარს არ ვიტყვი."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბლაუგრანა" ერნესტო ვალვერდეს, 15 ივნისს, ოფიციალურად გაანთავისუფლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით