ანტონიო კონტე "ინტერიდან" მაურო იკარდის გაშვებას გეგმავს !

3-06-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერის" ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი, იტალიელი ანტონიო კონტე, კლუბიდან მაურო იკარდის გაშვებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტს არ სურს გასახდელში მუდმივმა ქაოსმა დაისადგუროს, ამიტომაც მზადაა ის ამის სანაცვლოდ, გუნდის ლიდერსა და კაპიტანსაც კი შეელიოს.

ცნობების მიხედვით, 26 წლის თავდამსხმელის შემცვლელი, "რომას" ბოსნიელი შემტევი, ედინ ჯეკო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით