პეპ გვარდიოლა: "მიხარია, რომ ის "ბარსელონაში" რჩება"

3-06-2019, 14:15

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მედიის წარმომადგენლებთან თავისი ყოფილი კლუბის"ბარსელონასა" და  ერნესტო ვალვერდეს შესახებ ისაუბრა.

"ჩვენი მეგობრობის გათვალისწინების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ერნესტო შესანიშნავი მწვრთნელია. მართალია, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად იასპარეზა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ეს თითოეულ ჩვენგანს დამართნია".

"ახლა ვალვერდე წვრთნის გუნდს, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგო, "ბარსელონა" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. მიხარია, რომ ვალვერდე კვლავ კატალონიაშნი რჩება", - გვარდიოლას სიტყვებს Marca ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით