"ატლეტიკო" "მანჩესტერის" ფეხბურთელით დაინტერესდა

3-06-2019, 17:10

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "წიტელ ეშმაკთა" რიგებიდან, ხუან მატა დაიმატონ.

ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 26 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 4 გატანილი გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ხუან მატას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით