"ფენერბახჩე" "არსენალის" ფეხბურთელით დაინტერესდა

3-06-2019, 21:00

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქული "ფენერბახჩე" ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "ლონდონელთა" რიგებიდან, მესუთ იოზილი გადმოიბირონ.

როგორც ცნობლია, თავად "არსენალის" მესვეურებსაც სურთ ფეხბურთელის გაშვება, რადგან მისი თამაშით უკმაყოფილონი არიან.

30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "არსენალის" მაისურით 34 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 6 გატანილი გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მესუთ იოზილის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით