"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერის" შემტევით დაინტერესდა

3-06-2019, 23:17

გამოცემა Independent-ის ცნობით, "ლესტერის" შემტევი ჯეიმს მედისონი ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე იქნება და გუნდს მისი შეძენა დაახლოებით 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდება.

22 წლის ინგლისელი "ლესტერში" გასული წლის ზაფხულს ნორვიჩიდან გადავიდა. მას შემდეგ მან 38 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გარდა ამისა, მედისონი გასულ სეზონში პრემიერლიგაში იყო ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც თანაგუნდელებს გოლის გატანის 100 შანსი შეუქმნა. ის გახდა პირველი ინგლისელი ლეიტონ ბეინსის შემდეგ, რომელმაც ეს შეძლო.

გავრცელებული ცნობით შემტევის დამატება ლონდონის "ტოტენჰემსაც" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით