ზულე: "ის ერთადერთი ფეხბურთელია რომლის შესაძენადაც "ბაიერნმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს"

3-06-2019, 22:07

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა ნიკლას ზულემ მედიის წარმომადგენლებთან კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ კომანტარი გააკეთა.

"ლეროი განსაკუთრებული მოთამაშეა. ვფიქრობ, "ბაიერნმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ის შეიძინოს. ეს ტრანსფერი "რეკორდმაისტერს" ძალიან გამოადგება".

"გარდა იმისა, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ის შესანიშნავი ადამიანიცაა. მისი გადმოსვლა ძალიან გამახარებს, თუმცა ეს ტრანსფერი ჩემზე დამოკიდებული არ არის. ვფიქრობ, მან კარგად იცის, რომ "ბაიერნი" ბრწყინვალე გუნდია",- განაცხადა ზულემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით