"ატლეტიკო" "ჩელსის" მცველით დაინტერესდა

3-06-2019, 23:39

დღეს ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" ლონდონის "ჩელსის" ესპანელი მცველის დამატებით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელები აქტიურად ეცდებიან, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "არისტოკრატთა" რიგებიდან, მარკოს ალონსო გადოიბირონ.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის დატოვება, რადგან იგი არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 27 წლის მარცხენა მცველი "ჩელსის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. გარდა ამისა, ალონსო მადრიდის "რეალის" აღზრდილიც გახლავთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით