მაურისიო სარი "ჩელსიში" ახალ კონტრაქტს ელოდება

4-06-2019, 00:48

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი მაურისიო სარი, უახლოესს მომავალში კლუბთან ერთად კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის მფლობელს, რუს მილიარდელ რომან აბრამოვიჩს, ევროპის ლიგის ტიტულის მოპოვების შემდეგ, სპეციალისტზე შეხედულება შეეცვალა და გადაწყვეტა ის ამ მიღწევისთვის დაეჯილდოვებინა.

ცნობების მიხედვით, სარისთან "არისტოკრატები" ურთიერთობას, კიდევ მინიმუმ 3 წლით გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, ევროპული ტურნირის საფინალო დაპირისპირებაში, ლონდონის "არსენალი" დაამარცხა ანგარიშით 4:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით