ტურინის "იუვენტუსი" კიერან ტრიპიერს უახლოვდება !

4-06-2019, 00:55

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსი", ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელი მარჯვენა მცველის, კიერან ტრიპიერის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიურ გრანდს სურს პორტუგალიელი ჟოაო კანსელოს შემცვლელი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მალევე მოძებნოს, რათა აქცენტი, მთავარი მწვრთნელის შერჩევაზე გადაიტანოს.

ცნობების მიხედვით, 25 წლის კანსელოს გადაბირებით, "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედია" არიან დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ტრიპიერმა "ტოტენჰემის" ძირითადში ადგილი, 2017 წლიდან, კაილ უოლკერის წასვლის შემდეგ დაიმკვიდრა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით