ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელი მარჯვენა მცველი, კიერან ტრიპიერი, მის მომავალზე საუბრობს:
"ვფიქრობ პრემიერ ლიგაში აღზრდილი მოთამაშეებისთვის უცხო გარემოსთან ადაპტირება ბევრად უფრო რთულია, ამიტომაც ჩემი მიზანია ინგლისში დავრჩე და რაც მთავარია, კონკურენტუნარიან გუნდში ვიასპარეზო."
"არ ვიცი ზაფხულში რა მოხდება, ახლა მსურს სახლში წავიდე, კარგად დავისვენო და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო."
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.