პეპ გვარდიოლა: "ლივერპული" მომავალ სეზონში, "მანჩესტერ სიტის" ერთადერთი მეტოქე არ იქნება"

4-06-2019, 12:08

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონზე საუბრობს:

"დიახ, შესაძლოა ახლა ინგლისის ჩემპიონატში ორი ძლიერი ფავორიტი გამოიკვეთა, თუმცა ეს ჩემი აზრით არაფერს ნიშნავს, ნუ დაგვავიწყდება თუ რეალურად აქაური გათამაშება რისთვისაა ცნობილი."

"პრემიერ ლიგის 6 საუკეთესო გუნდი, უბრძოლველად არაფერს დათმობს, თითოეული მათგანი შემადგენლობებს ზაფხულში საჭიროების მიხედვით გააძლიერებს და რა თქმა უნდა ტიტულის მოპოვებას შეეცდება, ამიტომაც "ლივერპული" ჩვენი ერთადერთი მეტოქე, ნამდვილად არ იქნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, მიმდინარე სეზონში ინგლისური ტრიპლეტი შეასრულა, ანუ ყველა შესაძლო ადგილობრივ თასს დაეუფლა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით