მესის ნეიმარის დაბრუნება სურს

4-06-2019, 13:35

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ნეიმარ ჯუნიორი მომავალ ზაფხულს "პსჟს" დატოვებას გეგმავს და იგი შესაძლოა კატალონიის "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "ბლაუგრანას" ლიდერმა, ლეო მესიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"WhatsApp-ში მე, ლუის სუარესსა და ნეიმარს კვლავ გვაქვს საერთო ჩატი."

"ჯგუფს სამხრეთ ამერიკული სახელი ჰქვია, "სუდაკას". ჩვენ ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს."

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რას აპირებს ნეიმარი. თუმცა, მის კატალონიაში დაბრუნებას ნამდვილად მივესალმები." - აცხადებს მესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით