"სევილია" ლოპეტეგიმ ჩაიბარა

4-06-2019, 13:40

ანდალუსიის "სევილიას" მომავალ სეზონში ხულიენ ლოპეტეგი გაუძღვება.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 53 წლის სპეციალისტმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

უკანასკნელად ლოპეტეგი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი იყო, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მე-10 ტურის შემდეგ დაითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბის" გაწვრთნამდე ესპანელი სპეციალისტი "ფურია როხას" ედგა სათავეში, საიდანაც მუნდიალის წინ, სკანდალით დაითხოვეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვარაცხელიას გოლი პრემიერლიგის თვის საუკეთესოებს შორის მოხვდა

დაგვიმეგობრდით