ანდრე სილვა პრემიერ ლიგაში?

4-06-2019, 19:41

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის სესახებ, რომ "ვულვზი" "მილანის" ახალგაზრდა ფორვარდის შეძენით დაინტერესდა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციის თანახმად, "მგლები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "მილანელთა" რიგებიდან, ანდრე სილვა გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, გუნდები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მულაპარაკებას ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე.

პორტუგალიელმა ფორვარდმა, გასული სეზონი "სევილიაში" იჯარის სახით გაატარა, მან ესპანური კლუბის მაისური 39 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 9 გატანილი გოლით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ანდრე სილვას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით