"ინტერმა" კოშელნი დაიწუნა

9-08-2019, 17:37

იტალიური პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერმა" ლონდონის "არსენალის" მცველზე ლორან კოშელნიზე უარი თქვა.

წყაროს ცნობით, იტალიურ კლუბს 33 წლის ფრანგი მცველის შეძენა შესთავაზეს, მაგრამ "ნერაძურიში" მიიჩნიეს, რომ დაცვის ხაზში საკმაოდ ჰყავთ ფეხბურთელები, ამიტომ, კოშელნიზე უარი თქვეს.

კოშელნი "არსენალში" 2010 წლიდან თამაშობს. ამ ცრა წელიწადში მან "მეთოფეებთან" ერთად ინგლისის სამი თასი და ორი სუპერთასი მოიგო. ლონდონურ კლუბთან მისი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით