კულიბალის პრემიერლიგის გრანდი 150 მილიონ ევროდ შეიძენს

4-06-2019, 19:02

Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "მანჩესტერ იუნაიტედს" დაცვის ცენტრის გაძლიერება სურს და კალიდუ კულიბალის დამატებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის კულიბალის გამოსასყიდი თანხა, 150 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალი "ნაპოლის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მან ნეაპოლური კლუბის მაისური 212-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით